უილშირი მოედანს უბრუნდება
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი გამოჯანმრთელდა და მოედანს უბრუნდება. სამშაბათს ფეხბურთელმა “არსენალისა” და “სტოკ სიტის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ დაპირისპირებაში 90 წუთი ითამაშა.
“მოედანზე გატარებული პერიოდის შემდეგ ვგრძნობ, რომ ძირითად გუნდთან ერთად გარკვეული დროის თამაში შემიძლია” – განაცხადა უილშირმა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 23 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მონაწილეობა 9 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.