10 სასაცილო ისტორია მარიო ბალოტელის მონაწილეობით
თანამედრვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოთამაშე ხშირად კომიკური სიტუაციების მთავარი გმირიც ხდება.
ბალოტელი და ლივერპულის ფანი
უკანასკნელი სასაცილო ამბავი მარიოს დაახლოებით ორი კვირის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის დროს შეემთხვა. იტალიელს ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, როდესაც სმოლინგთან მცირე კამათი მოუვიდა. ბალოტელი მეტოქესთან ურთიერთობის გასარკვევად იწევდა, თუმცა “ენფილდის” ტრიბუნებიდან ის “ლივერპულის” გულშემატკივარმა შეაჩერა და ფეხბურთელი წითელი ბარათის მიღებისგან გადაარჩინა.
“ვიფიქრე, რომ გააძევებდნენ. სმოლიგმა მას ხელი კრა და მარიოც იგივეს აპირებდა. მახსოვდა, რომ ბალოტელის ერთი ყვითელი უკვე ჰქონდა, ამიტომ მისი დამშვიდება ვცადე. ის საკმაოდ დიდი და ძლიერია, მაგრამ მისი დაჭერა მაინც შევძელი” – იხსენებს მერსისაიდელთა გულშემატკივარი.
ბალოტელი და გაძევება
ბალოტელის კარიერაში წითელი ბარათები იშვიათობა არ არის, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მისი კარიერის “ინტერში” გატარებულ პერიოდს ეხება. ამ ამბავს მილანელთა ყოფილი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო იხსენებდა. ჩემპიონთა ლიგაში, “რუბითან” მატჩის დროს დისკვალიფიკაციებისა და ტრავმების გამო “ინტერში” ერთადერთი ფორვარდი, რომელსც თამაში შეეძლო, სწორედ მარიო იყო. პორტუგალიელი მწრთნელის თქმით ბალოტელიმ ყვითელი ბარათი ჯერ კიდევ პირველ ნახევარში მიიღო, რის გამოც მთელი შესვენების განმავლობაში ის სწორედ იტალიელ ფორვარდს ესაუბრებოდა და ფრთხილ თამაშს სთხოვდა. თუმცა, მატჩის განახლებისთანავე მარიომ მეორე ყვითელი მიიღო და “ინტერიც” 10 კაცით დარჩა.
ბალოტელი და ფორმულა 1
ჟოზე მოურინიომ მარიოს შესახებ კიდევ ერთი სახალისო ამბავი მოყვა:
“ინტერში” მუშაობის პერიოდში მარიო ჩემს ოფისში დავიბარე, რათა მასთან გარკვეული თემები განმეხილა. თუმცა, ის არ მოვიდა, რის შემდეგაც მიზეზების გასარკვევად დავუკავშირდი: “მარიო, ჩემთან ორ საათზე გელოდი, რატომ არ მოხვედი?” – რაზეც მან მიპასუხა: “თქვენი ნახვა ნებისმიერ დროს შემიძლია, ფორმულა 1 კი იტალიაში მხოლოდ წელიწადში ერთხელ ტარდება”.
ბალოტელი და პენალტი
“ინტერში” თამაშის დროს “პალერმოს” კარში დანიშნული პენალტის შესრულება მარიოს ძალიან სურდა. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ 11-მეტრიანის დარტყმა სამუელ ეტოოს ევალა, რომელსაც საჯარიმოდან გასვლაზე არც უფიქრია. საბოლოოდ, მარიო საჯარიმო მოედნიდან ხავიერ ძანეტიმ გაიყვანა, კამერუნელმა კი პენალტი ზუსტად შეასრულა.
ბალოტელი და მილანური კლუბების მაისურები
“ინტერში” ყოფნისას მარიოს კლუბის ტიფოზებთან კონფლიქტები რეგულარულად მოსდიოდა. “ბარსელონასთან” გამარჯვების შემდეგ ბალოტელიმ “ინტერის” მაისური დემონსტრაციულად გაიხადა და მოედანზე მოისროლა, რითაც კლუბის ფანები კიდევ ერთხელ გააბრაზა. “სიტიში” გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე კი ერთ-ერთ ტელეშოუში ჟურნალისტების ნაჩუქარი “მილანის” მაისური მოირგო.
ბალოტელი და “ნაკიდკა”
ფანების მსგავსად ბალოტელის ურთერთობა არც საფეხბურთო ეკიპირებასთან ეწყობა, რაზეც ნათლად ეს ვიდეო მეტყველებს.
ბალოტელი და ხანძარი
ერთ-ერთი მანჩესერული დერბის წინ მარიო დროს სახლში, მეგობრებთან ერთად ატარებდა. ახალგაზრდებმა ფანჯრიდან ფეირვერკების გაშვება გადაწყვიტეს და იტალიელის სახლში ხანძარიც მოაწყვეს. საბედნიეროდ, მეხანძრეები ადგილზე დროულად მოვიდნენ და არავინ არ დაშავებულა.
ბალოტელი და მაკრესთან პირისპირ გასვლა
ამერიკული ტურნეს საჩვენებელი მატჩის დროს ბალოტელიმ მეკარესთან პირისპირ გასვლის დასრულება ქუსლით შესრულებული დარტყმით გადაწყვიტა, თუმცა ბურთი კარს დიდი მანძლით ასცდა. სამწვრთნელო შტაბის რეაქციამ არ დააყოვნა და მარიოც მალევე ჯეიმს მილნერმა შეცვალა.
ბალოტელი და დართსი
“სიტიში” ყოფნისას მოწყენილმა ბალოტელიმ გართობა საკმაოდ ორიგინალური ხერხით გადაწყვიტა და ახალგაზრდული კლუბის მოთამაშეებს დართსი ესროლა. საბედნიეროდ, ამ დროს არავინ დაშავებულა… გარდა ბალოტელისა, რომელიც კლუბმა 100 ათასი გირვანქით დასაჯა.
ბალოტელი და უილშირი
2010 წლის ბოლოს მარიო Golden boy-ს პრემიის ლაურეატი გახდა და იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმოადგენა არ აქვს, თუ ვინ არის მეორე ადგილზე გასული ჯეკ უილშირი.
“არსენალში თამაშობს? მის შესახებ არაფერი ვიცი. მაგამ, თუ ასეა შემდეგ შეხვედრაში ვისთან დამარცხდა. ვიცი, რომ ეს პრემია ფაბრეგასს და რუნის აქვთ მოგებული… მგონია, რომ ამ ფეხბურთელებზე უკეთესად ვთამაშობ” – თქვა ბალოტელიმ.