“ტორპედო-2” – “ზუგდიდი-2” 2:0
დღეს “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე დუბლიორთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. ჩვენმა რეზერვისტებმა ს.კ. „ზუგდიდის“ დუბლშემადგენლობას უმასპინძლეს და ანგარიშით 2:0 სძლიეს.
მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან თანაბრად იქმნებოდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ტაიმის შუაში ზუგდიდელთა საჯარიმოს ხაზიდან შედეგიანი დარტყმა ზაურ ჟღენტმაშეასრულა, რომელსაც რამდენიმე კვირა ტრავმის გამო გაუცდა. მეტოქე წონასწორობის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ უშეცდომოდ თამაშობდა ტორპედოელთა მეკარე შევჩენკო.
განსხვავებით პირველისაგან, მეორე ტაიმი უხეში თამაშით და მცირე რაოდენობის სახიფათო მომენტით შეიძლება დავახასიათოთ. უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გოლი ლოგიკურად კვლავ სტუმართა კარში გავიდა – დღევანდელი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლაშა ჩიხლაძემ ჟღენტის გადაცემით ერთშეხებაში გაიტანა. ჩიხლაძეს კიდევ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შანსი, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. დარჩეილ წუთებში ზუგდიდელთა აქტიურობის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და ჩვენმა რეზერვისტებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს – 2:0.
„ტორპედო-2“: შევჩენკო, შეყრილაძე, კუჭუხიძე, ბურჯანაძე, ფანცხავა, ზაქარაშვილი, ხვიჩია, ბანძელაძე, ო. ჭიჭინაძე, ჟღენტი, ჩიხლაძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: იონანიძე, ჯავახაძე, ნამიჭეიშვილი, გორდაძე, მარდალეიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი
„ზუგდიდი-2“: საბეკია, ქომეთიანი, რეხვიაშვილი, ყორშია, ახალაია, კაკაჩია, შალამბერიძე, ფარჯიკია, მიქაძე, ბულია, სამუშია.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ჟვანია, მალანია, ლაშხია, ჩანგელია, სახოკია.
მთავარი მწვრთნელი: ოთარ თუთბერიძე
არბიტრი: ირაკლი სიგუა (თბილისი)
დუბლიორთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი
შეგახსენებთ, რომ ამ ერთკვირიან ინტერვალში ჭაბუკთა ლიგასა და დუბლიორთა ტურნირზე გამართული მატჩების შემდეგ “ტორპედოს” უმაღლეს ლიგაშიც ელის “ზუგდიდთან” შეხვედრა, რომელიც ქუთაისში 11 აპრილს შედგება და 16:00 საათზე დაიწყება.
FCTorpedo.GE