იტალია: 30-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ტორინო – რომა
ტურინში “რომას” სტუმრობას მოუთმენლად “ტორინო” ელის. “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი კონკურენტი ამჟამად მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძვის, რისთვისაც მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება.
საკუთარი მიზნები “ტორინოსაც” აქვს გადასაწყვეტი, რომელიც გამარჯვების შემთხვებაში ევროსაგზურისთვსი ბრძოლაში ჩაერთვება, რაც საკმაოდ ძლიერი მოტივაცია უნდა იყოს.
ბოლო პერიოდში გუნდები დაახლოებით თანაბარი გრაფიკით მიდიან. განსაკუთრებით ეს ორ უკანასკნელ ტურს ეხება, რომლებშიც “რომამაც” და “ტორინომაც” გამარჯვებები მინიმალური სხვაობით მოიპოვეს.
მილანი – სამპდორია
ზედიზედ ორი მოგებული მატჩის შემდეგ “მილანი” ხუთეულისთვის ბრძოლაში ჩართვას უშუალო კონკურენტთან, “სამპდორიასთან” შეხვედრაში შეეცდებიან.
ამ შეხვედრის რეზულტატის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. “სამპა” გამარჯვების შემთხვევაში “მილანის” სახით ერთ-ერთ კონკურენტს უბრალოდ ჩამოიცილებს, რის დაშვებასაც “როსონერი” მაქსიმალურად შეუშლის ხელს. ამიტომ, სან სიროზე ინძაგის გუნდისთვის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება. პირდაპირ რომ ვთქვათ, მილანური კლუბისთვის წარუმატებელი წლის გადარჩენის შესაძლებლობა სწორედ ევროსაგზურის მოპოვებაა.
ნაპოლი – ფიორენტინა
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ნეაპოლი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი კლუბი “ფიორენტინას” მიიღებს.
მასპინძელთა მდგომარეობა რბილად რომ ვთქვარ საკმაოდ რთულია. უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში ბენიტესის შეგირდებმა ერთხელაც ვერ მოიგეს და ხუთეულსაც კი დაემშვიდობნენ. კითხის ნიშნის ქვეშაა თავად ესპანელ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხიც.
გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება “ფიორენტინა”, თუმცა რამდენიმე დღის წინ ფლორენციელები თასის გათამაშებაში “იუვენტუსთან” განადგურდნენ. შესაძლოა, ეს სამ ფრონტზე თამაშით იყოს გამოწვეული, რისთვისაც მონტელას საკმაოდ სიმპათიური გუნდი მზად არ აღმოჩნდა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
11.04 | 20:00 | ჯენოა | 2.05 | 3.60 | 3.30 | კალიარი | დაწვრილებით | |
11.04 | 20:00 | პარმა | 7.15 | 4.80 | 1.40 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |
11.04 | 22:45 | ვერონა | 3.25 | 3.30 | 2.25 | ინტერი | დაწვრილებით | |
12.04 | 14:30 | ჩეზენა | 2.70 | 3.05 | 2.80 | კიევო | დაწვრილებით | |
12.04 | 17:00 | ლაციო | 1.55 | 4.00 | 6.45 | ემპოლი | დაწვრილებით | |
12.04 | 17:00 | ნაპოლი | 2.10 | 3.40 | 3.55 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
12.04 | 17:00 | უდინეზე | 2.40 | 3.15 | 3.15 | პალერმო | დაწვრილებით | |
12.04 | 17:00 | ტორინო | 2.80 | 3.15 | 2.70 | რომა | დაწვრილებით | |
12.04 | 17:00 | ატალანტა | 2.20 | 3.15 | 3.60 | სასუოლო | დაწვრილებით |