“მანჩესტერ იუნაიტედი”: ვან პერსი+ფულების ტომარა – პოგბასთვის
“მანჩესტერის” ხელმძღვანელები განაგრძობენ მუშაობას, რათა ფრანგი ნახევარმცველი “ოლდ ტრაფორდზე” დააბრუნონ.
ბრიტანული მედიის მიხედვით, პოლ პოგბა ინგლისში კვლავ აქტუალურია. ნიჭიერი ახალგაზრდაა ვან გაალისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი მიზანია.
“მანკუნიანელთა” ბოსები მზად არიან, არ დაიშურონ ფული, რათა გუნდის შემადგენლობა გაძლიერდეს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს ტრანსფერებში 150 მილიონი დაიხარჯა, გლეიზერები ერთი ამდენის გაღებას კვლავ აპირებენ. პოლ პოგბას “ბებერი ქალბატონები” 75 მილიონად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ პოგბამ პროფესიული კარიერა “იუნაიტედში” დაიწყო, მაგრამ “იუვენტუსში” ფერგიუსონმა უფასოდ გაუშვა. ეს ყოველივე ინგლისელებს სანანებელი გაუხდათ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის, ფრანგი შემტევის სანაცვლოდ, ვან პერსი და ფული გადაიხადოს.
ამ სეზონში, პოლმა სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.