“ლივერპული” ჰენდერსონის პირობებს დათანხმდა
“ლივერპული” მზადაა დააკმაყოფილოს ინგლისელი ნახევარმცველის ფინანსური მოთხოვნილება.
შეგახსენებთ, რომ ჰენდერსონს გუნდთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. ამიტომ, მერსისაიდელები აპირებენ ხელახლ მოელაპარაკონ ჯორდანს, ახალი ხელშეკრულების თაობაზე.”ლივერპულმა” თავდაპირველად ჰენდერსონს 80 ათასი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “წითლები” დათანხმდნენ ინგლისელი შემტევის მოთხოვნას, რომელიც კვირაში 100 ათას ფუნტს მოითხოვდა.
ნახევარმცველს ასევე გარანტირებული ექნება კაპიტნის სამკლაური, რადგან გუნდის ლეგენდა, სტივენ ჯერარდი ახალ სეზონს ამერიკის ჩემპიონატში დაიწყებს.
ამ სეზონში, ჯორდან ჰენდერსონმა “ლივერპულის” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა რვა შედეგიანი გადაცემა.