იტალია: 30-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.
ტორინო – რომა
ტურინში “რომას” სტუმრობა დედაქალაქური კლუბისთვის ცუდად დამთავრდა. რომაელებმა “ტორინოსთან” ქულები დაკარგეს და მეორე პოზიციაზე მთავარი კონკურენტი, “ლაციო” გაუშვეს.
ტურინული მატჩის პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი “რომა” 57-ე წუთზე, ფლორენცის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლეს და 64-ე წუთზე მაქსი ლოპესმა წონასწორობის აღდგენასთან ერთად საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.
მილანი – სამპდორია
ძალია საჭირო ქულები დაკარგა “მილანმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “სამპდორიას” უმასპნიძლა.
სან სიროზე გამართული შეხვედრაც ტურინული მატჩის მსგავსი სცენარით წარიმართა. მშრალი პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიშის გასხნა სტუმრებმა 58-ე წუთზე შეძლეს. ეტოოს ეფექტური პასის შემდეგ გოლი სორიანომ შეაგდო. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე, ნაიჯელ დე იონგმა დააფიქსირა.
ნაპოლი – ფიორენტინა
ნეაპოლში ჩატარებულ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.
ბენიტესის შეგირდებმა ფლორენციელთა კარი სამჯერ – 23-ე, 71-ე და 89-ე წუთებზე დალაშქრეს. გოლების ავტორები კი მერტენსი, ჰამშიკი და კალიეხონი გახდნენ. აღსანიშნავაი, რომ ამ გამარჯვებით “ნაპოლიმ” მოუგებელი სერია შეწყვიტა და სამელისთვის ბრძოლას დაუბრუნდა. “ფიორენტინამ” კი ასეთ ანგარიშით ზედიზედ მეორედ წააგო.
ტურის ყველა მატჩი
11.04 | 20:00 | ჯენოა | 2:0 | კალიარი | დაწვრილებით | |||
11.04 | 20:00 | პარმა | 1:0 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |||
11.04 | 22:45 | ვერონა | 0:3 | ინტერი | დაწვრილებით | |||
12.04 | 14:30 | ჩეზენა | 0:1 | კიევო | დაწვრილებით | |||
12.04 | 17:00 | ატალანტა | 2:1 | სასუოლო | დაწვრილებით | |||
12.04 | 17:00 | ტორინო | 1:1 | რომა | დაწვრილებით | |||
12.04 | 17:00 | უდინეზე | 1:3 | პალერმო | დაწვრილებით | |||
12.04 | 17:00 | ნაპოლი | 3:0 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |||
12.04 | 17:00 | ლაციო | 4:0 | ემპოლი | დაწვრილებით | |||
12.04 | 22:45 | მილანი | 1:1 | სამპდორია | დაწვრილებით |