მარცვალაძე თავისუფალი აგენტი გახდა
რუსული პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, “ტოსნოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა ოთარ მარცხვალაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა.
30 წლის ქართველმა შემტევმა მიმდიანრე სეზონში “ტოსნოს” რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.
რუსული გუნდის შემადგენლობაში რჩებიან საქართველოს ნაკრების მოთამაშეები, ნუკრი რევიშვილი და გიორგი ნავალოვსკი.
კლუბში კიდევ ერთი ქართველი, გურამ თეთრაშვილიც ირიცხება, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.