ჰენდერსონი: „ვნახოთ, სეზონის ბოლოს რომელ ადგილზე აღვმოჩნდებით“
„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა „ნიუკასლთან“ ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მოგებული მატჩის შემდეგ გაანცხადა, რომ ოთხეულში მოხვედრის იმედი ჯერ არ დაუკარგავს.
„რამდენიმე გუნდს ჩამოვრჩებით, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. მატჩების მოგება უნდა გავაგრძელოთ, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, თუ სად აღვმოჩნდებით“, – განაცხადა მერსესაიდელთა შუახაზელმა.