ტერ-შტეგენი: “იმედი მაქვს, მწვრთნელს დავარწმუნებ, რომ ხშირად მათამაშოს”
გერმანელი კიპერი იმედოვნებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში შანსი ხშირად მიეცემა.
მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, რომელიც “ბარსელონაში” ზაფხულში გადავიდა, ლა ლიგაში დებიუტი კვლავ არ ჰქონია. ლუის ენრიკე მას მხოლოდ კოპა დელ რეიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ენდობა.
“რაც მთავარია, მჯერა საკუთარი ძალების. ბოლო შეხვედრა ჩემთვის ბრწყინვალე გამოდგა, ამ დონეზე გაგრძელება მსურს. რა თქმა უნდა, თამაში და გუნდზე დახმარება მსურს”.
“არ არის ადვილი შეინარჩუნო ფორმა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით. ამ პერიოდისთვის ბედნიერი ვარ”.
“თუმცა, მინდა მწვრთნელი დავარწმუნო, რომ ხშირად მათამაშოს,”-განაცხადა ტერ-შტეგენმა.
კატალონიური გუნდის ძირითადი მეკარე კლაუდიო ბრავოა.