ევრა: “ნახევარფინალის საგზურის ბედი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება”
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედნაზე “მონაკოს” მინიმალური ანგარიშით სძლია. თამაშის შემდეგ საკუთარი აზრი ტურინელთა მცველმა, პატრის ევრამ გამოთქვა.
“მინიმალური ანგარიში უპირატესობას არ გვაძლევს. “მონაკოს” პატივი უნდა ვცეთ. ყველაფეი მომდევნო შევედრაში გადაწყდება.
“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, ამიტომ ყველა მოთამაშე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.
წყვილში ფავორიტის სტატუსი ფსიქოლოგიურად ჩვენზე მოქემდებს. საწყის 20 წუთში გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ დავმშვიდდით და ყველაფერი კარგად წავიდა” – განაცხადა ევრამ.