ავთო ებრალიძე: “იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ”
პორტუგალიის სუპერლიგაში მოასპარეზე ერთადერთი ქართველის, ავთო ებრალიძეს “ჟილ ვისენტეს” მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის კლუბი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
Fanebi.com ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და საკლუბო ამბებთან ერთად სანაკრებო თემაზეც ესაუბრა.
– სამწუხაროდ ძალიან ცუდი სეზონი გვაქვს. მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. ყველა, ვინც თვალყურს ადევნებს პორტუგალიურ ლიგას ჩვენს ყოფნას ცხრილის შუაში პროგნოზირებდა, თუმცა ფაქტი სახეზეა და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი ბრალია.
– როგორ შეაფასებდი კლუბის შანსებს სეზონის ბოლოს. შეძლებთ ადგილის შენარჩუნებას?
– სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. შანსები ჯერ კიდევ არის.
– რას აპირებ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი პრიმეირადან გავარდება?
– ამ ეტაპზე სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული “ჟილ ვისენტეს” მიმდინარე მიზნებზე.
– ნაკრებზეც გკითხავ, სადაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ხშირად გიძახებდნენ. როგორ ფიქრობ, რა დააკლდა ქეცბაიას ფორმაციის გუნდს?
– ნაკრებმა შედეგს რომ ვერ მიაღწია ქეცბაიას ბრალი არ არის. განსაკუთრებული შედეგებისთვის არ ქეცბაიამდე მიუღწევია ვინმეს. ამ კაცმა ნაკრებში გული და სული ჩადო და ყველამ ნახა, თუ როგორ უნდოდა მას წარმატების მოტანა. მაგრამ, ყველაფერი მხოლოდ ქეცბაიაზე არ იყო დამოკიდებული.
– მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხადაძის დანიშვნას როგორ შეაფასებდი?
– ცხადაძის თავკაცობით ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა. მალტელები დავამარცხეთ, გერმანიასთან კი გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
– ნაკრებში შენს შანსებზე რას გვეტყოდი?
– როცა ქეცბაია მიძახებდა იმ დროს ნაკრებში თამაში მეკუთვნოდა. პორტუგალიის ჩემპიონატში მეც და გუნდსაც კარგი სეზონი გვქონდა. ახლა კი გუნდიც ცუდ დღეშია და მეც ტრავმის გამო 3 თვე გამიცდა. თუმცა, უკვე დავბრუნდი და ვთამაშობ. იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ
– ტრავმის შედმეგ ფორმის აღდგენა თუ მოახერხე?
– დიახ, თამაშები უკვე მიწევს და ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები.