“ინტერს” იოვეტიჩი სურს
Football Italia-ს ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ სიტისთან” თავდამსხმელ სტევან იოვეტიჩთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა.
25 წლის მონტენეგროელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. თავად იოვეტიჩი იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. შეგახსენებთ, რომ ის “მანჩესტერ სიტიმდე” “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებასი სტევან იოვეტიჩმა 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.