გიორგი ერისთავი: „ჩვენთვის გორელი გულშემატკივარი დიდი ძალაა“
მიმდინარე სეზონის დასაწყისში გორის „დილას“ 20 წლის ფორვარდი გიორგი ერისთავი დაემატა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ „სამტრედიაში“ მუშაობის პერიოდში ჩვენი გუნდის ახალგაზრდა სპეციალისტმა უჩა სოსიაშვილმა აღმოაჩინა.
სოსიაშვილმა ერისთავი ჯერ „დინამო“ 2-ში წაიყვანა, შემდეგ კი გორში უხმო. გიორგი ერისთავი XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რომელმაც ბოლნისის „სიონთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე კი „დინამოსთან“ შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა „დილას“ ქულა მოაპოვებინა.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა „დილას“ პრესსამსახურის კითხვებს უპასუხა.
გიორგი, უამბეთ თქვენს შესახებ გორელ გულშემატკივარს. სად გაიზარდე. როდის იწყებაფეხბურთით შენი დაინტერესება?
„ბავშვობაში „სამტრედიაში“ ვთამაშობდი. 11-12 წლის ასაკში სათამაშოდ ქუთაისის ბავშვთა საფეხბურთო კლუბში გადავედი და აქედან დაიწყო ჩემი ფეხბურთი. ამის შემდეგ, როგორც ხშირად ხდება, გარკვეული პრობლემების გამო ფეხბურთს თავი დავანებე, თუმცა შემდეგ ისევ ავთამაშდი, ოღონდ ამჯერად მომდევნო სამი წელიწადი „გაგრას“ შემადგენლობაში გამოვდიოდი, რის შემდეგაც ჩემს მშობლიურ ქალაქს, „სამტედიას“ დავუბრუნდი და ჩემი კარიერა იქ გავაგრძელე. სამტრედიაში 6 თვე გავატარე და სწორედ იქ გავიცანი უჩა სოსიაშვილი.”
როგორც ვიცით, უჩა სოსიაშვილთან ერთად გორის „დილაში“ გადმოსვლამდეც მუშაობდი, რაწვლილი აქვს ჩვენი გუნდის ახალგაზრდა სპეციალისტს შენს საფეხბურთო განვითარებაში?!
„მე და უჩას „სამტრედიაში“ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გუნდში სტაბილურად ვთამაშობდი და რაც მთავარია, მას ჩემს მიმართ ნდობა გააჩნდა. ამის შემდეგ „დინამოშიც“ წამიყვანა, ,,დინამოდან“ კიდევ როგორც მოგეხსენებათ სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ჩემი „დილაში“ გადმოსვლა.“
გვითხარი შენი საკლუბო და ინდივიდუალური მიზნების შესახებ?!
„21 წლის ვარ და ძალიან გამიხარდება თუ კლუბთან ერთად ეროვნულ ჩემპიონატში პირველ ადგილს დავიკავებ. რაც შეეხება პირად მიზანს, მინდა ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშო!“
როგორი ატმოსფეროა გორის „დილაში?“
„კლუბში ძალიან კარგი პირობები და ატმოსფეროა შექმნილი იმისთვის, რომ ფეხბურთელებს გვქონდეს მაღალი მოტივაცია. ფეხბურთელებს ერთმანეთთან მეგობრული და გუნდური სულისკვეთება გვაკავშირებს.“
რას იტყვი შენს კონკურენტებზე. წინა ხაზში გორელიშვილის და მოდებაძის სახით საკმაოდ ძლიერიკონკურენტები გყავთ?!
„ბევრი უნდა იშრომო, რომ ასეთი კონკურენციის პირობებში თავი დაიმკვიდრო ძირითად შემადგენლობაში. საერთოდ კი კონკურენტად ბიჭებს ვერ აღვიქვამ, არა იმიტომ რომ ისინი ძლიერი ფეხბურთელები არ არიან, უბრალოდ არ შემიძლია თანაგუნდელები კონკურენტებად აღვიქვა.“
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო თამაშებში „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონთან“ „დილამ“ შენიგოლების წყალობით მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. როგორი განცდაა ეს შენთვის და ზრდის თუარა შანსს, რომ კონკურენციაში უპირატესობა მოიპოვო?
„რათქმაუნდა, ეს გოლები დამეხმარა ვიყო მეტად თავდაჯერებული. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს გოლები გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა. ალბათ, გატანილი გოლები კონკურენციაშიც მომცემს გარკვეულ უპირატესობას.“
საინტერესოა, რომ გოლების გატანას ემოციურად არ აღნიშნავ. ეს გოლის შემდგომი ერთგვარიჟესტია, თუ უბრალოდ არ თვლი საჭიროდ გოლის განსაკუთრებულად აღნიშვნას?!
„არ მიყვარს გოლის აღნიშვნა! თავდამსხმელისთვის ჩვეულებრივი ამბავია გოლის გატანა, ამიტომ ემოციებს ვერ გამოვხატავ. გოლს ყველა თავისებურად აღნიშნავს. ჩემი აღნიშვნა ის არის, რომ გოლს ემოციურად არ აღვნიშნავ.“ (იცინის)
ვინ არის შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი?
„ამ კითხვაზე ერთი პასუხი მაქვს – მესი!“
როგორ შეაფასებდი „დილას“ ჩემპიონობის შანსებს მიმდინარე სეზონში?
„ჩვენ, ბათუმის და თბილისის „დინამოს“ თანაბარი შანსი გვაქვს. სამეულიდან ვინც ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლებს ვფიქრობ ჩემპიონიც ის გახდება.“
ძალიან სწრაფად მოიპოვე გულშემატკივრის სიყვარული. კმაყოფილი ხარ თუ არა მატჩებზე მათიდასწრების სიმრავლით და გულშემატკივრობით?
„ჩვენთვის გორელი გულშემატკივარი დიდი ძალაა. მათ მხარდაჭერას საშინაო თუ გასვლით თამაშებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ვგრძნობთ. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ თანადგომისთვის.“
„დილას“ პრესსამსახური