ევროპის ლიგა: სათამაშო დღის პრევიუ
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების ჯერი ევროპის ლიგაშიც დადგა.
ბრიუგე – დნიპრო
მეოთხედფინალში “დნიპროს” გასვლას ბევრი არ ელოდა, მაგრამ ჯაბა კანკავას გუნდმა “აიაქსთან” შესანიშნავად ითამაშა და მომდევნო ეტაპის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
უკრაინულ კლუბს ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსიც აქვს, ვინაიდან მათი დღევანდელი მეტოქე ამსტერდამულ კლუბზე ძლიერი ვერ იქნება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ბრიუგემ” არც თუ ისე სუსტ “ბეშიქთაშს” 1/8 ფინალის ორივე მატჩი დამაჯერებლად მოუგო.
სევილია – ზენიტი
ევროპის ლიგაზე დარჩენილი ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელიც გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიცაა ძალებს პეტერბურგის “ზენიტთან” მოსინჯავს.
რუსული კლუბი საშინაო ასპარეზზე საკმაოდ დამაჯერებელია და ბოლო დროს ფაქტობრივად დაუმარცხებლად ასპარეზობს. ევროტურნირის პელი ოფში კი რუსებმა პსვ და “ტორინო” დაამარცხეს. სევილიელები კი ტურნირირს მოგების კანდიდატები რომ არიან მთელი გათამაშების განამვლობაში ამტკიცებენ.
დინამო კიევი – ფიორენტინა
კიდევ ერთი უკრაინული კლუბი, რომელიც გათამაშების 8 საუკეთესო გუნდშ მოხვდა, “დინამოა”. კიეველები, დღეს, საკუთარ მეოდანზე ტურნირის ფავორტის, “ფიორენტინას” მიიღებენ.
ბოლო პერიოდის შედეგების გათვალისწინებით გუნდების შანსები თანაბარია. კიეველებმა “ევერტონთან” შეხვედრაში დაამტკიცეს, რომ მიმდინარე გათამაშებაში სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. წინა წრეებში დამაჯერებელი იყო ფლორენციული კლუბიც, მაგრამ მშობლიური ჩემპიონატისა და თასის ორ უკანასკნელ შეხვედრაში “ფიორემ” ძალიან ცუდად ითამაშა, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.
ვოლფსბურგი – ნაპოლი
ეტაპის ცენტრალურ დაპირისპირებას გერმანია უმასპინძლებს, სადაც “ვოლფსბურგი” “ნაპოლის” შეხვდება.
მასპინძლებმა 2015 წელი ძალიან კარგად დაიწყეს და ყველა ფრონტზე წარმატებითაც იბრძვიან. “ნაპოლიზე” ანალოგიური თქმა გაგვიჭირდება, რადგან ბენიტესის გუნდს იტალიური ჩემპიონატის უკანასკნელ ტურამდე საკმაოდ წარუმატებელი სერია ჰქონდა. თუმცა, “ფიორენტინათან” დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს.