10 რამ, რისი გაკეთებაც მხოლოდ მანუელ ნოიერს შეუძლია
დღესდღეისობით, მანუელ ნოიერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების დარაჯი კარგი სეივების გარდა, თავისი ორიგინალური მოქმედებებითაც გამოირჩევა. 29 წლის მეკარე საჯარიმოს დატოვებას თითქმის არასოდეს ერიდება და ხშირად ისეთ რამეს აკეთებს, რასაც მისი ამპლუის სხვა მოთამაშეები ვერ ახერხებენ.
ნოიერმა ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღების მიპყრობა თბილისში, საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაშიც მოახერხა, როცა მან აუტი მოაწოდა.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ კი დაასახელა ათი რამ, რისი გაკეთებაც მხოლოდ მანუელ ნოიერს შეუძლია.
1. საჯარიმოს დატოვება და მეტოქისთვის ბურთის ართმევის მცდელობა
2. თანაგუნდელისათვის პასის ორიგინალურად გაკეთება
3. ხელით პასის გაკეთება ძალიან შორს
4. აუტის ჩაწოდება
5. დრიბლინგი მატჩის ბოლო წუთებზე
6. ჯარიმის მოპოვება აუტის ხაზთან
7. თანაგუნდელების დახმარება დაცვაში
8. საგოლე პასის გაკეთება
9. პასის ქუსლით გაკეთება
10. ფინტის გაკეთება საჯარიმოში