მანჯუკიჩი “დეპორტივოსთან” ვერ ითამაშებს
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი “დეპორტივოსთან” ფეხის დაზიანების გამო ვერ ითამაშებს.
ხორვატიელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში(“რეალთან”) კოჭი დაიზიანა.
ეს არის მიზეზი, რის გამოც მარიომ მადრიდული გუნდის ვარჯიშები გააცდინა.
სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, მანჯუკიჩის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ის მაინც ვერ შეძლებს “დეპორტივოს” წინააღმდეგ თამაშს.
ასევე ვერ ითამაშებს “რიასორზე” მარიო სუარესი, საზარდულის დაზიანების გამო.
მიმდინარე სეზონში, 24 ჩატარებული მატჩიდან, ხორვატმა 12 გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.