ჯანო ანანიძის „სპარტაკმა“ უიღბლო სერია სარანსკში შეწყვიტა
რუსეთს პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში მოსკოვის „სპარტაკი“ გასვლაზე სარანსკის „მორდოვიას“ შეხვდა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.
მოსკოველთა ქართველ ლეგიონერი ჯანო ანანიძე კი სამწუხაროდ კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ანგარიშ შეხვედრის მეორე ნახევრის პირველივე წუთზე კუინსი პრომესმა გახსნა, რომელმაც 78-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის 92-ე ტუთზე იბრაიმ ნიასემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ერთ წუთში გოლი შეცვლაზე შესულმა იური მოვსესიანმა გაიტანა, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით მურატ იაკინის გუნდმა ოთხმატჩიანი წარუმატრებელი სერია შეწყვიტა, 39 ქულა დააგროვა, თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ ქულით გაუსწრო და სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე ავიდა. შემდეგ ტურში „სპარტაკის“ მეტოქე ყაზანის „რუბინი“ იქნება, რომელიც ამჟამად მეხუთე პოზიციას იკავებს.
„მორდოვია“ – „სპარტაკი“ 1:3
გოლები: ნიასე 90+2 – პრომესი 46′ (0:1), 78′, მოვსისიანი 90+3′
გაფრთხილებები: გაპონი 23′ – დავიდოვი 60′, პრომესი 70′, მოვსისიანი 86′