რუნი: “ჩელსიმ” იცის, როგორ მიიმხროს მსაჯი”
ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. “წითელი ეშმაკების” კაპიტანმა უეინ რუნიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ “ჩელსის” ჩემპიონობაში ეჭვი აღარ ეპარება. სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჟოზე მოურინიოს გუნდი მადევარ “არსენალს” 10 ქულით უსწრებს.
“კარგი მატჩი იყო. ბურთს უფრო მეტად ჩვენ ვაკონტროლებდით, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. სხვა დღეს ასეთ თამაშში სამ-ოთხ გოლს გავიტანდით.
“ჩელსიმ” იცის, როგორ დააგდო თამაშის ტემპი, როგორ მიიმხროს მსაჯი, რაც დღესაც კარგად გამოუვიდა. მათ გაიმარჯვეს და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონებიც გახდებიან”, – რუნის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.