„დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უპრობლემოდ სძლია
საქართველოს უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და აუტსაიდერი უპრობლემოდ, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მე-14 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულ პაპუნაშვილს ანგარიშით გახსნა არ გასჭირვებია – 1:0. ორ წუთში მაპსინძლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს, ამჯერად კიტეიშვილის დარტყმა „ვიტელთა“ კარს ასცდა. „დინამოელები“ შეტევას აგრძელებდნენ, რასაც შედეგი 42-ე წუთზე მოჰყვა, როდესაც თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე მათე ცინცაძემ გაზარდა. პირველი ნახევარი ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მეორე 45 წუთში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა – გოგიჩაიშვილის ფეხბურთელები შეტევებს აგრძელებდნენ, „ვიტელები“ კი მათ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. სტუმართა მხრიდან აღსანიშნავი ამ პერიოდში მხოლოდ 58-ე წუთზე ბადრი დემეტრაშვილის ჩაწოდებაა. 70-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა გიორგი პაპუნაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო და უძლიერესი დარტმით მეკარე ჯონი შერიოზია უშანსოდ დატოვა და დუბლიც შეასრულა – 3:0. დარჩენილ დროში ტემპი კიდევ უფრო დაეცა – ბურთს კვლავ „დინამო“ ფლობდა. 90-ე წუთზე ტაბატაძის სახიფათო დარტმული შეროზიამ კუთხურზე გაგზავნა.
„დინამო“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0
გოლები: პაპუნაშვილი 14′, 70′, ცინცაძე 42′
„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 74′), თთაძე, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ბუკორაცი 64′), ჭანტურიშვილი, ონვუ (ლობჟანიძე 67′)
„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ლებანიძე 82′), გახატია, დემეტრაშვილი (კახაბრიშვილი 73′), საბაძე, ლოგჯანიძე (დადიანი 87′)
გაფრთხილებები: პაპუნაშვილი 70′ – კურდღელაშვილი 75′