სუარესი: “დუელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა”
“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლუის სუარესი თანაგუნდელებს მოუწოდებს, “პსჟ”-სთან განმეორებით მატჩს სერიოზულად მოეკიდონ.
“ვიცით, რომ ანგარიშის მიუხედავად, დუელი არ დასრულებულა. მეტოქე ძალიან რთულია”.
“არ ვიცი, ვატარებ თუ არ საუკეთესო სეზონს ბარსელონაში, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვეხმარები გუნდს, ხოლო ამით კმაყოფილი ვარ. ჩემთვის გოლზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”.
“სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო. სეზონის დიდი ნაწილი გამოვტოვე და ფიზიკურად დიდი დატვირთვისგან თავის შეკავებას მირჩევენ ექიმები”.
“მესისთან თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ნეიმარი და ლეო მეუბნებიან, რომ ვიმოქმედო ისე, როგორც “ლივერპულში”. ინგლისში ფანები მენატრებიან. ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ. ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ და კარგად მიმიღეს”.
“ზლატან იბრაჰიმოვიჩს წარდგენა არ სჭირდება, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. შვედი ძალიან სახიფათოა,”-განაცხადა სუარესმა.