დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ტოტენჰემი ჯექსონ მარტინესს აკვირდება
ბრიტანული პრესის ცნობით “ტოტენჰემის” წარმომადგენლები “პორტუს” შეხვედრას ჯექსონ მარტინესსე დასაკვირვებლად დაესწრნენ. გავრცელებული ინფორმაციით ლონდონელები ფორვარდის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან.
კრაუჩს ავსტრალიაში ეპატიჟებიან
“სტოკ სიტის” ფორვარდის გადაბირება ავსტრალიური “ნიუკასლ ჯეთსს” სურს. ინფორმაცია ავსტრალიური კლუბის პრეზიდენტმა გაავრცელა და ისიც განაცხადა, რომ “ჯეთსი” მოთამაშის აგენტს უკვე შეეხმიანა.
ჩელსი ფულემის მეკარით დაინტერესდა
“ჩელსის” ინტერესთა სფეროში “ფულემის” 22 წლის მეკარე, მარკუს ბეტინელი მოხვდა. იმ შემთხვევაში თუ არისტოკრატების შემადგენლობას პეტერ ჩეხი დატოვებს “ჩელსიში” მარკუსს კურტუას დუბლიორად განიხილავენ.
მანჩესტერს ინტერნასიონალის მოთამაშე სურს
“მანჩესტერ იუნაიტედს” ბრაზილიური “ინტერნასიონალიდან” როდრიგო დურადოს და ედუარდო საშეს გადაბირება სურს. ახალგაზრდა მოთამაშეებზე დასაკვირვებლად ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ბრაზილიაში სკაუტებიც მიავლინეს.
ბარსელონა და რეალი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელისთვის იბრძვიან
ესპანური პრესის ცნობით “ბარსელონა” და “რეალი” მარკო როისის გადაბირებისთვის იბრძვიან. ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთელის აგენტი მადრიდელებს უკვე შეხვდა და უახლოეს მომავალშ კატალონიელებსაც ეწვევა. ტრანსფერის სავარაუდო საფასური 35 მილიონი ევროა.