„ბაიერნმა“ „პორტუ“ გაანადგურა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“„ალიანც არენაზე“ „პორტუ“ უშანსოდ დატოვა და ანგარიშით 6:1 გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელებმა პირველი მატჩი ანგარიშით 3:1 მოიგეს, რითაც მიუნხენში ჩასვლის წინ კარგი უპირატესობაც მოიპოვეს.
გვარდიოლას გუნდი მეტოქის კარს პირველივე წუთებიდან აქტიურად უტევდა. უკვე მდ-14 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ტიაგო მალკანტარა თავური დარტყმით გამოეხმაურა – 1:0. 8 წუთში მასპინძელთა სხვაობა ორ გოლამდე ჟერომ ბოატენგმა გაზარდა, 27-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 3:0 გახადა. 9 წუთში მიუნხენელებმა კვლავ გაიტანეს – ტომას მიულერის დარტყმის შემდეგ ბურთი რიკოშეტით სტუმართა კარში აღმოჩნდა. მე-40 წუთზე მესამე გოლის ავტორმა ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა – 5:0.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა ტემპი დააგდეს, რაც გარკვეულწილად ანგარიშზეც აისახა. 74-ე წუთზე „პორტუმ“ გოლის გატანა შეძლო, თავი ჯექსონ მარტინესმა გამოიჩინა. 87-ე წუთზე ივან მარკანომ მეორე ყვითელი ბარათ მიიღო, მისი გუნდი კი კაცნაკლული დარჩა. „პორტუს“ კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ჩაბი ალონსო მივიდა, რომელმაც ფაბიანო უშანსოდ დატოვა.
საბოლოოდ, 6:1 და ორი მატჩის ჯამში ბავარიელებმა ანგარიშით 7:4 მოიგეს.
„ბაიერნი“ – „პორტუ“ 6:1
გოლები: ალკანტარა 14′, ბოატენგი 22′, ლევანდოვსკი 27′, მიულერი 36′, ლევანდოვსკი 40′, ალკანტარა 88′ – მარტინესი 74′
გაფრთხილებები: ბადშტუბერი 42′ – ერერა 34′, მარტინესი 38′, პერეირა 66′, მარკანო 71′, 87′
გაძევება: მარკანო 87′