“ჩელსი” – “მანჩესტერი”: ლონდონური მატჩის 5 გაკვეთილი
გასულ უიქენდზე ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოპოვებული მინიმალური გამარჯვებით პრემიერ ლიგის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგდა. ჟოზე მოურინიომ აღნიშნულ მატჩზე ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, რომელმაც გაამართლა და ლონდონელებმაც მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
აზარის შესანიშნავი თამაში
ბელგიელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ლონდონელებმა სწორედ 24 წლის ბელგიელის ლამაზი გოლით მოიგეს, რომელმაც ოსკარის შესანიშნავი გადაცემა გამოიყენა და დე ხეა უშანსოდ დატოვა. მიმდინარე სეზონში აზარის ანგარიშზე 18 გოლია, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია და კლუბისთვის მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ფალკაომ კვლავ ვერ გაამართლა
რადამელ ფალკაოსთვის სასტარტოში დაწებული მე-13 შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა. კოლუმბიელმა მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა. “მონაკოდან” განათხოვრების შემდეგ მის ანგარიშზე მხოლოდ 4 გოლია, რაც 29 წლის ფეხბურთელის მანჩესტერში დარჩენის შანსებს მნიშვენლოვნად ამცირებს. განსაკუთრებით ცუდი ფალკაოსთვის ლონდონური მატჩის პირველი ნახევარი იყო. მართალია, მეორე ტაიმში კოლუმბიელი გაცილებით აქტიური იყო, მაგრამ გადამწვყეტ მომენტში გათანაბრება ვერ შეძლო.
იმედისმომცემი შოუ
27 მილიონად ნაყიდი 19 წლის ლიუკ შოუ ლუი ვან გაალმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 ჯერ ათამაშა. სეზონის მე-14 და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში შოუ საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მანჩესტერელთა ახალგაზრდა მოთამაშემ გამოცდილ ვიზავის, ბრონისლავ ივანოვიჩს პრობლემები შეუქმნა, თუმცა მხოლოდ მისი ძალისხმევა საერთო შედეგისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატას გაყიდვა – “ჩელსის” სწორი გადაწყვეტილება
თავის დროზე “ჩელსის” მხრიდან მატას კონკურენტ გუნდში გაყიდვით გულშემატკივრები გაკვირვებას ვერ მლავდნენ. ესპანელი მანჩესტერულ კლუბს საკმაოდ კარგად მოერგო, თუმცა ყოფილ საშინაო არენაზე დაბრუნებულმა “ჩელსისთან” შეხვედრაში ვერაფერი ვერ შექმნა. მატა იმდენად ინეტრული იყო, რომ ლუი ვან გაალმა ის შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, იადნან იანუზაით შეცვალა.
დიდიე დროგბა – წასვლის დროა?
ცოტა ხნის წინ ჩელსის ლეგენდამ, დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს და მომდევნო სეზონშიც “ჩელსიში” სურს თამაში. თუმცა, უკანასკნელი შეხვედრიდან გამომდინარე ამის ალბათობა მცირეა.
მოურინიოს ნათქვამი აქვს, რომ დიდიე კარიერას ლონდონსი დაასრულებს, მაგრამ “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნების შემდეგ კოტ დივუარელმა მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, რაც ჟოზეს ალბათ დააფიქრებს.
“მანჩესტერთან” ძირითადში დროგბა დიეგო კოშტას და ლოიკ რემის ტრავმების გამო მოხვდა, თუმცა ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა. დიდიემ თავი მხოლოდ მაკნეირთან ბრძოლისას მიღებული ყვითელი ბარათით გამოიჩინა.