დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულს სატრანსფერო ამბებს.
არნაუტოვიჩს სტოკში სურს დარჩენა
მარკო არნაუტოვიჩმა განაცხადა, რომ “სტოკ სიტიში” სურს დარჩენა. ფეხბურთელის თქმით მის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, თუმცა მას ინგლისიდან წასვლა არ სურს.
მანჩესტერი 30 მილიონს იხდის
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “დორტმუნდს” მატს ჰუმელსის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა. გერმანული პრესის ცნობით, დორტმუნდელებს 10 მილიონით მეტის მიღება სურთ.
სინკლერი ასტონ ვილაში რჩება
“მანჩესტერ სიტიდან” “ასტონ ვილაში” განათხოვრებული სკოტ სინკლერი ბირმინგემულ კლუბში დარჩენას და სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. მოთამაშის შენარჩუნება პირადად ტიმ შერვუდს სურს.
ევერტონი ლენონს დაიტოვებს
აარონ ლენონი, რომელიც “ევერტონში” იჯარის წესით ასპარეზობს, ლივერპულურ კლუბში დიდი ალბათობით მომავალ სეზონშიც ითამაშებს. “ტოტენჰემი” ინგლისელი ვინგერის სანაცვლოდ 7 მილიონ გირვანქას ითხოვს, რაც “ევერტონს” სავსებით აკმაყოფილებს.
შკრტელი ლივერპულიდან არ წავა
“ლივერპულის” მველმა, მარტინ შკრტელმა განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს. გამოცდილი უკანახაზელის თქმით ის “ვოლფსბურგის” და “ნაპოლის” ვარიანტებს არ განიხილავს.