უმაღლესი ლიგა: 25-ე ტურის პრევიუ
უმაღლესი ლიგის მორიგი ტური სტარტს პარასკევს აიღებს და შაბათს დასრულდება. ტრადიციულად, გთავაზობთ პრევიუს, რომელშიც გამორჩეულად საინტერესო მატჩებზე ვისაუბრებთ.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის რეპეტიცია შედგება. “ცხინვალი” და “დინამო თბილისი” პარასკეევს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შეხვდებიან ერთმაენთს, სამშაბათს კი თასის ფინალისტის ვინაობას გამოავლენენ.
ცხინვალელებმა ბოლო დროს თამაშის ხარისხი და შედეგებიც აშკარად გამოასწორეს. მათი წარუმატებელი სერია სწორედ “დინამოსთან” პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დასრულდა, რის შემდეგაც კაჭარავს შეგირდებმა ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და “სამტრედიასთან” სხვაობა 1 ქულით შეამცირეს. წარმატებული უკანასკნელი პერიოდი არც “დინამოსთვის” ყოფილა. თბილისელებმა გასული ტურების შედეგებით ლიდერობა დაკარგეს, თუმცა გასულ ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, სადაც იმერულ დერბიში ერთმანეთს “ტორპედო” და “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან. ერთი შეხედთვით ცხრილის შუა ნაწილში მყოფი, უმოტივაციო გუნდების დაპირისპირებას არანაირი ინტრიგა არ ახლავს თან. თუმცა, გარდა იმისა, რომ მატჩი დერბის სტატუსს ატარებს, მის შედეგს სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე იმაშია, რომ გამრჯვებულ გუნდს ევროთასების ზონაში მოსახვედრად ბრძოლის შანსი უჩნდება, დამარცხებული კი ამ შანსს ფაქტობრივად საბოლოოდ დაკარგავს.
უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდების დაპირისპირება შედგება მცხეთაში, სადაც “ვიტ ჯორჯია” “სიონს” მიიღებს. მარცხის შემთხვევაში “ვეტერინარები” მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნების ისედაც საკმაოდ ბუნდოვან შანსს, კიდევ უფრო საეჭვოს გახდიან. “ვიტელთა” საქმეს ვერც გათამაშებიდან “ზესტაფონის” შესაძლო მოხსნა შველის. “სიონმა” კი გასულ ტურში “მერანის” დამარცხებით ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ზედიზედ მეორე გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობასაც გამოისწორებს.
ტურის ყველა მატჩი
24.04 | 16:00 | ზუგდიდი | -:- | სამტრედია | დაწვრილებით | |||
24.04 | 16:00 | ტორპედო | -:- | ჩიხურა | დაწვრილებით | |||
24.04 | 16:00 | ცხინვალი | -:- | დინამო თბილისი | დაწვრილებით | |||
24.04 | 16:00 | ვიტ ჯორჯია | -:- | სიონი | დაწვრილებით | |||
24.04 | 16:00 | დილა | -:- | შუქურა | დაწვრილებით | |||
24.04 | 16:00 | კოლხეთი | -:- | მეტალურგი | დაწვრილებით | |||
24.04 | 16:00 | მერანი | -:- | ზესტაფონი | დაწვრილებით | |||
26.04 | 16:00 | დინამო ბათუმი | -:- | გურია | დაწვრილებით |