ალეგრი: „იუვენტუსისთვის“ ეს საოცარი წელია“
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.
„ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება ადვილი არასდროსაა, თუმცა ეს მაინც გამოგვივიდა, რისთვის ფეხბურთელები აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ და დღეს მოედანზე მთელი ჩვენი ძალა გამოვიყენეთ. დღეს იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მოედანზე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავით. გუნდმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.
დღეს წარმატების აღნიშვნა გულშემატკივრებთან ერთად მსურს. „იუვენტუსისთვის“ ეს განუმეორებელი წელია. ჩვენ ამ კლუბის ევროპულ გრანდებს შორის დასაბრუნებლად საჭირო ნაბიჯები გადავდგით. ცოტა საგოლე მომენტი გვქონდა, სამაგიეროდ, თავს კარგად ვიცავდით. „მონაკო“ კარგად როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში თამაშობდა“, – განაცხადა ალეგრიმ.