ოფიციალურად: ჰენდერსონმა „ლივერპულთან“ გაახანგრძლივა
„ლივერპულმა“ ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ცნოლბილია, 24 წლის ნახევარმცველთან მერსესაიდელებმა ხანგრძლივი შეთანხმება გააფორმეს. ცნობისთვის, წინა კონტრაქტი მხარეებს 2016 წელს ეწურებოდათ.
მიმდინარე სეზონში ჯორდანმა პრემიერლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც მიითვალა.