პრიმერა: 33-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 33-ე ტურის პრევიუს.
ესპანიოლი – ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად ხშირ შემთხვევაში გრანდებს ჩემპიონატის თამაშების მაღალ დონეზე ჩატარება უჭირთ. თუმცა, მოახლოებული თამაში გამონაკლისია. “ბარსელონამ” პსჟ-ს პირველივე მატჩში მოუთმავრა საქმე და რამდენიმე დღის წინ გამართული თამაში უბრალოდ ფორმალობად აქცია.
ამიტომ, კატალონიურ დერბის “ბარსა” ოტპიმალურად ხდება. თუმცა, დერბი წელს ყოველგვარი ინტრიგის გარეშეა. “ესპანიოლი” წელს არაფრისთვის აღარ იბრძვის და “ბარსაც” წყვილში აშკარა ფავორიტია.
გამორიცხული არ არის, რომ “ბარსელონას” ბელგიელი მცველის, ტორმან ვერმალენის დებიუტიც სწორედ “ესპანიოლთან” შედგება. ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი დასასრულს უალოხვდება.
ატლეტიკო – ელჩე
“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგას დასასნანი მარცხით დაემშვიდობა. სიმეონეს გუნდმა ბოლომდე კი იბრძოლა, მაგრამ შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო და გასული სეზონის შედეგი ვერ გაიმეორა.
თუმცა, მოდუნების საშუალება “ატლეტიკოს” არ აქვს. დარჩენილ ტურებში მადრიდელებმა მესამე ადგილის შენარჩუნება უნდა შეძლონ, რომლის მოსაპოვებლად “ვალენსია” და “სევილიაც” იბრძვიან.
მოახლოებულ ტურში “ატლეტიკო” “ელჩეს” მასპინძლობს.გუნდს, რომელსაც გავარდა არ ემუქრება, მაგრამ არც მეტის პრეტენზია აქვს. ასე რომ, ქულების დაკარგვა ამ შემთხევაში არანაირად არ შეიძლება.
სელტა – რეალი
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ვიგოში გასამართი მატჩია, რომელშიც “სელტა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. მართალია, მადრიდელები წყვილში ფავორიტები არიან, მაგრამ გამარჯვების მოპოვება იოლი საქმე არ იქნება.
“რეალმა” რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაში ძალიან მძიმე მატჩი გადაიტანა, “სელტას” დონის გუნდთან კი ფიზიკურ კონდიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვიგოელები ბოლო დროს ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ. განსაკუთრებით კი საშინაო მოედანზე ყოჩაღობენ, სადაც ნებისმიერ ლიდერს უჭირს თამაში.
ტურის ყველა მატჩი და ევორპაბეთის კოეფიციენტები
24.04 | 22:45 | კორდობა | -:- | ბილბაო | დაწვრილებით | |||
25.04 | 18:00 | ესპანიოლი | -:- | ბარსელონა | დაწვრილებით | |||
25.04 | 20:00 | ატლეტიკო | -:- | ელჩე | დაწვრილებით | |||
25.04 | 22:00 | ხეტაფე | -:- | ლევანტე | დაწვრილებით | |||
25.04 | 23:55 | სოსიედადი | -:- | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
26.04 | 14:00 | მალაგა | -:- | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
26.04 | 19:00 | ალმერია | -:- | ეიბარი | დაწვრილებით | |||
26.04 | 21:00 | სევილია | -:- | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |||
26.04 | 23:00 | სელტა | -:- | რეალი | დაწვრილებით | |||
27.04 | 22:45 | ვალენსია | -:- | გრანადა | დაწვრილებით |