ვან გაალი: “დე ხეას ბევრ ფულს ვთავაზობთ და ის უნდა დარჩეს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბს მეკარე დავიდ დე ხეას შენარჩუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ კიპერს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება. დე ხეას მიმართ დაინტერესებას მადრიდის “რეალი” იჩენს.
“მოლაპარაკებებმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო. ახალი კონტრაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გაფორმდეს, თუმცა მე ამ საკითხში მთავარი არ ვარ. ყველაფერს თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს. მას შეუძლია როგორც დათანხმდეს, ასევე უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე. მინდა, რომ დავიდი კლუბში დარჩეს, თუმცა ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ და არა – მე. დე ხეას ბევრ ფულს ვთავაზობთ და მან ხელი უნდა მოაწეროს ახალ კონტრაქტს”, – ვან გაალის სიტყვები “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.