20-წლამდელები ალაფამდე ბოლო შეკრებაზე შედიან
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის წლევანდელ გათამაშებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ტურნირისთვის მზადების ფარგლებში 20-წლამდე ბორჯღალოსნებმა წელს დიდი გზა განვლეს, ხოლო 26 აპრილს ისინი ტურნირამდე ბოლო შეკრებას დაიწყებენ, რომელიც 2 მაისის ჩათვლით რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.
წლის დასაწყისიდან დღემდე 20-წლამდელებმა 4 შეკრება გამართეს: მენტალური გამძლეობის შეკრება, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან 2 ერთობლივი ვარჯიში გამართეს, ამას მარტის მოკლე შეკრება მოყვა. ბოლო შეკრება კი 10-დან 18 აპრილის ჩათვლით გაიმართა, რომლის დროსაც 20-წლამდელებმა 17 აპრილს ფრანგული ‘კლერმონის’ ესპუართა გუნდთან სპარინგ-მატჩი ითამაშეს.
ბოლო შეკრებაზე
რუსთავში ახალგაზრდა ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი ასევე სპარინგ-მატჩს გეგმავს, რომელიც 30 აპრილს 17 საათზე გაიმართება. 20-წლამდელები რაგბის კლუბ ‘არმაზს’ ერკინებიან, რომელიც უმაღლესი ლიგის პლეი’ოფს გარეთ დარჩენილი კლუბების რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს.
გაფართოებული რაზმი
შეკრებაზე შესვლამდე სამწვრთნელო შტაბმა გუნდის გაფართოებული, 32 მოთამაშიანი რაზმი დაასახელა:
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
Rugby.GE