ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები
“სანდი თაიმსმა” დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველი ადგილი ფორმულა 1-ში მოქმედ ჩემპიონ, “მერსედესის” მრბოლელ ლუის ჰემილტონს უკავია, რომლის განკარგულებაში 88 მილიონი ფუნტ სტერლინგია. 2015 წელს მან ფინანსური მდგომარეობა 20 მილიონი ფუნტ სტერლინგით გაიუმჯობესა. მეორე ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი უეინ რუნია, ხოლო მესამეზე – “მაკლარენის” მრბოლელი ჯენსონ ბატონი.
დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ათეული:
1. ლუის ჰემილტონი (ავტომრბოლელი, “მერსედესი”) – 88 მლნ ფუნტ სტერლინგი;
2. უეინ რუნი (ფეხბურთელი, “მანჩესტერ იუნაიტედი”) – 72 მლნ;
3. ჯენსონ ბატონი (ავტომრბოლელი, “მაკლარენი”) – 71 მლნ;
4. ენდი მარეი (ჩოგბურთელი) – 48 მლნ;
5. რიო ფერდინანდი (ფეხბურთელი, “ქუინს პარკ რეინჯერსი”) – 44 მლნ;
6. სტივენ ჯერარდი (ფეხბურთელი, “ლივერპული”) – 42 მლნ;
7-8. ლუოლ დენგი (კალათბურთელი, “მაიამი”) – 40 მლნ;
7-8. ჟოზე მოურინიო (მწვრთნელი, “ჩელსი”) – 40 მლნ;
9. ფრენკ ლამპარდი (ფეხბურთელი, “მანჩესტერ სიტი”) – 39 მლნ;
10. ნიკ ფალდო (მეგოლფე) – 38 მლნ;
10. რაიან გიგზი (მწვრთნელის თანაშემწე, “მანჩესტერ იუნაიტედი”) – 38 მლნ;
10. რორი მაკლროი (მეგოლფე) – 38 მლნ;
10. არსენ ვენგერი (მწვრთნელი, “არსენალი”) – 38 მლნ;