ბერიაშივლის დუბლი და ალავიძის გმირობა – ბათუმის “დინამო” მეორე პოზიციაზე აღზევდა
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” ქობულეთში “გურიას” უმასპინძლა.
ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმი ბერიაშვილის დუბლით დამაჯერებლად მოუგეს. მეორე ნახევარში მასპინძლებს ტრავმირებული გიორგი ქავთარაძე გამოაკლდათ, რაც მატჩის მსვლელობაზეც აისახა. შესვენების შემდეგ თამაში გურულთა კარნახით წარიმართა, თუმცა უამრავი მომენტიდან ლანჩხუთელებმა მხოლოდ ერთი გამოიყენეს და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს. დანარჩენ შემთხვევებში კი ჩინებულად იასპარეზა ბათუმელთა მეკარემ, მიხეილ ალავიძემ, რომელიც შეხვედრის გმირად იქცა. გაშვებული გოლის ეპიზოდში “დინამოს” მეკარემ ტრავმა მიიღო და შესაცველიც იყო, თუმცა ალავიძე მოედნიდან არ გავიდა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ამრიგად, ბათუმის “დინამომ” 48 ქულას მოუყარა თავი და მეორე პიზციაზე გადაინაცვლა, “გურია” კი 32 ქულით მეცხრეზე დარჩა.
დინამო ბათუმი 2-1 გურია
გოლები: ბერიაშვილი 16′ ; 36′ (2:0); გოგიაშვილი 82′ (2:1):