კუმანი: „რეალის“ მწვრთნელი არასდროს გავხდები“
„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მუშაობის შესახებ ისაუბრა.
„მადრიდის „რეალი“? არა, მენდეთ, ამ გუნდის თავკაცობა არ მსურს. „ბარსელონა“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო რთულია, თუმცა მე დავრჩები.
მწვრთნელისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ. „საუთჰემპტონში“ დარჩენა კარგი იქნებოდა. პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია.
როგორც მოთამაშემ, „ბარსელონაში“ დიდი ხანი გავატარე, ასე რომ, ამ კლუბის მიმართ სიმპატია – ნორმალური მოვლენაა. თუმცა, ამჟამად „საუთჰემპტონიდან“ ჩემი გაშვების მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.