კობახიძე “ვორსკლასთან” დამარცხდა
უკრაინული პრემიერლიგის 21-ე ტურში ალექსანდრე კობახიძის “ვოლინი” პოლტავაში ადგილობრივ “ვორსკლას” ესტუმრა და ორი უპასუხო ბურთით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლუცკელთა ძირითადში იყო და მოედანზე 88 წუთი დაჰყო.
21 ტურში მოპოვებული 25 ქულით “ვოლინი” სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციამდე დაქვეითდა. აღსანიშნავაი, რომ ლუცკელთა მოუგებელი სერია უკვე 4 მატჩს ითვლის.