WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (249534) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“გურიას” გიგლა იმნაძე გაუძღვება

თარიღი: აპრილი 27, 2015

“გურიას” მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გათავისუფლებული თემურ ლორიას ნაცვლად კლუბს გიგლა იმნაძე გაუძღვება.

„გურიასა‘‘ და თბილისის „დინამოს‘‘ ყოფილი მეკარის სამწვრთნელო კარიერა მშობლიურ გუნდში დაიწყო – გიგლა იმნაძემ 1990 წელს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე მურთაზ ხურცილავა შეცვალა და სადებიუტო სეზონში კლუბს ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებს მოუტანა: „გურია‘‘ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა.

მისივე თავკაცობით 1990 და 1991 წლებში “გურიამ” ორჯერ მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ვერცხლის მედლებს დაეუფლა მისი გაწვრთნილი ფოთის „კოლხეთიც‘‘. გიგლა იმნაძეს ასევე უმუშავია რუსთავის „მეტალურგში‘‘, თბილისის „სპარტაკსა‘‘ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

გიგლა იმნაძე „გურიას‘‘ მთავარი მწვრთნელი მეხუთედ გახდა – ბოლოს მან პირველლიგელი „გურია‘‘ პლეიაუტში გაიყვანა. მიმდინარე სეზონიდან დღემდე მას მწვრთნელ-კონსულტანტის პოსტი ეკავა.



მსგავსი სიახლეები