დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
მონაკოს პეპე სურს
“მონაკოს” “იუვენტუსიდან” სიმონე პეპეს გადაბირება სურს. 31 წლის ფეხბურთელს ტურინში სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. პეპემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრაში ითამაშა.
ლივერპული მეკარეს არ ეძებს
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსის თქმით, კლუბში ახალი მეკარის მოყვანა არ განიხილება და სამწვრთნელი შტაბი სიმონ მინიოლეს თამაშით კმაყოფილია.
ჩელსი იმბულას გადაბირებას ცდილობს
ბრიტანული პრესის ცნობით, “მარსელის” ნახევარმცველი, ჟილბერტ იმბულა კვლავ ლონდონის “ჩელსის” ინტერესთა სფეროშია. ლურჯები ფეხბურთელში 28 მილიონს იხდიან.
დევიდ დანი ბლექბერნს ტოვებს
ნახევარმცველმა დევიდ დანმა სეზონის დასრულების შემდეგ “ბლექბერიდან” წასვლას აპირებს. 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
ინტერი დიბალას ტრნასფერს ამზადებს
“ინტერი” “პალერმოს” ფორვარდ, პაულო დიბალას სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. ფეხბურთელზე დასაკვირვებლად “პალერმოს” შეხვედრას რობერტო მანჩინი პირადად დაესწრო.