პრიმერა: 34-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის პრევიუს.
ბარსელონა – ხეტაფე
მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” მხოლოდ სამი ფრე დაასრულა ფრედ. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელი კატალონიელებმა ვერ მოიგეს სწორედ “ხეტაფესთან” უგოლოდ დასრულებული პირველი წრის მატჩი იყო.
თუმცა, ამჯერად გუნდები შეხვედრას განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან. კატალონიელები სეზონის დასკვნით ეტაპს ოპტიმალურ კონდიციებში ხვდებიან, რასაც “ხეტაფეზე” ვერ ვიტყვით, რომელიც დარჩენილ ტურებ მოვალეობის მოხდის მიზნით ატარებს, რაც შედეგებზეც აისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმრები მოახლოებულ შეხვედრას საკადრო პრობლემებით და ტრავმირებულთა სიმრავლით ხვდებიან, რაც მათ ისედაც მინიმალურ შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. ამრიგად, შეხვედრაში “ბარსელონას” იოლი გამარჯვებაა მოსალოდნელი.
რეალი – ალმერია
გუნდები, რომელბიც განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან, მაგრამ ქულები ერთნაირად სჭირდებათ ერთმანეთს სანტიაგო ბერნაბეუზე შეხვდებიან ერთმანეთს.
კატალონიაში გასამართი მატჩის მსგავსად ამ შემთხვევაში აშკარა ფავორიტები მასპინძლები არიან. “ალმერიამ” მიმდინარე სეზონში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან ჩატარებული ყველა მატჩი დიდი ანგარიშით წააგო და მიუედავად “რეალის” საკადრო პრობლემებისა, ანჩელოტის გუნდს გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. მით უფრო, რომ უახოეს რეზერვის წარმომადგენლებმა უკანასკნელ შეხვედრაში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.
ვილიარეალი – ატლეტიკო
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ვილიარეალი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს.
ტურნირის დაკსვნით ფაზაზე ორივე გუნდს დაახლოებით ერთნაირი მიზნები აქვთ. “ატელტიკოსთვის” ერთადერთი ამოცანა მესამე პოზიციის შენარჩუნებაა, ხოლო “ვილიარეალისთვის” – მეექვსე. მოსალოდნელია, რომ ორივე გუნდი დასახული მიზნების შესრულებას შეძლებენ.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ “ვილიარეალი” მოახლოებულ ტურს 7-მატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდება, რასაც “ატლეტიკო” ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ შედეგებს და ფეხბურთს უპირისპირებს. საყურადღებოა ისიც, რომ მასპინძლებს ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი მოთამაშე დააკლდებათ, ხოლო მადრიდელები შეხვედრას ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, რაც მათ წყვილში ფავორიტის სტატუსს ანიჭებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
28.04 | 22:00 | ბარსელონა | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით | |||
28.04 | 22:00 | ეიბარი | -:- | სევილია | დაწვრილებით | |||
28.04 | 22:00 | რეალი | -:- | ალმერია | დაწვრილებით | |||
28.04 | 23:55 | ბილბაო | -:- | სოსიედადი | დაწვრილებით | |||
28.04 | 23:55 | ლევანტე | -:- | კორდობა | დაწვრილებით | |||
28.04 | 23:55 | ელჩე | -:- | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
29.04 | 22:00 | სელტა | -:- | მალაგა | დაწვრილებით | |||
29.04 | 23:55 | ვილიარეალი | -:- | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
30.04 | 22:00 | რაიო ვალეკანო | -:- | ვალენსია | დაწვრილებით | |||
30.04 | 23:55 | გრანადა | -:- | ესპანიოლი | დაწვრილებით |