“ლოკერენის” ფეხბურთელმა მოედანზე გულის შეტევა გადაიტანა, მდგომარეობა მძიმეა
“ლოკერენის” მცველმა გრეგორი მერტენსმა “გენკის” წინააღმდეგ ორშაბათს გამართული მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა. 24 წლის ფეხბურთელს პირველადი დახმარება მოედანზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო მატჩში გადაიდო.
მისი მდგომრეობა კრიტიკული, ახლა ის ხელოვნურ კომაში იმყოფება. როგორც აღმოჩნდა, მერტენსმა გულის შეტევა გადაიტანა.
ბელგიელი ფეხბურთელის მდგომრეობის შესახებ კომენტარი ექიმმა კრის პეტერსმა გააკეთა.
“ყველაფერი გულის შეტევაზე მიუთითებს. “ლოკერენის” ექიმებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. მერტენსი ამ დრომდე კრიტიკულ ვითარებაში იმყოფება”, – ციტირებს Reuters-ი ექიმის სიტყვებს.
გრეგორი მერტენსმა წინასასეზონოდ ჯანმრთელობის უკლებლივ ყველა ტესტი გაიარა და კლუბში ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მომზადებულ ფეხბურთელად ითვლებოდა. ის “ლოკერენს” გასული წლის ზაფხულს “სერკლ ბრიუგედან” გადავიდა. მერტენსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა.