კახა გოგიჩაიშვილი: “მთავარია, რომ ფინალში გავედით”
“ცხინვალთან” მინიმალური ანგარიშით მარცხის და საქართველოს თასის ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა გოგიჩაიშვილმა გააკეთა.
კახა გოგიჩაიშვილი: “დღეს ჩვენთვის მთავარი ფინალში გასვლა იყო. პირველი მატჩი 2:0 გვქონდა მოგებული და ორიენტირი მთლიანად შედეგზე გავაკეთეთ. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მივიღეთ ალოგიკური გოლი, რომელიც მარტივ შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმში უფრო უკეთ ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მთავარია, რომ ფინალში გავედით და შევეცდებით სეზონი წარმატებით დავასრულოთ.”