“ინტერმა” ცხრაკაციანი “უდინეზე” პოდოლსკის სადებიუტო გოლით დაამარცხა (ვიდეო)
იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ანდრეა სტრამაჩიონის “უდინეზემ” მილანის “ინტერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ანგარიში სტუმართა არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, თუმცა ორ წუთში მასპინძელთა გამოცდილმა ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ წონასწორობა აღადგინა. რობერტო მანჩინის გუნდს სამი ქულა ლუკას პოდოლსკის შესანიშნავმა დარტყმამ მოუტანა. გერმანელი ფეხბურთელისთვის ეს “ნერიაძურის” რიგებში გატანილი სადებიუტო გოლია.
აღსანიშნავია, რომ “უდინეზე” 58-ე წუთის შემდეგ მოედანზე ცხრა კაცით თამაშობდა. მე-40 წუთზე მინდვრიდან მაურინციო დომიცი გააძევეს, 58-ე წუთზე კი მთავარი არბიტრის შეურაცხყოფისთვის მის გზას ემანუელ აგიემანგ-ბადუ გაუყენეს.
“ინტერმა” აქტივში 48 ქულას მოუყარა თავი და ახლა სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია. “უდინეზე” 38 ქულით მე-13 პოზიციაზე გახლავთ.
იტალიის ჩემპიონატი
33-ე ტური
“უდინეზე” — “ინტერი” 1:2 (0:0)
გოლები: დი ნატალე 50′ — იკარდი 48′ (პენ), პოდოლსკი 65′.
გაფრთხილებები: პინცი 14′, დომიცი 25′, კარნეზისი 46′, ვიდმერი 51′ აგიემანგ-ბადუ 58′ — გუარინი 19′, პოდოლსკი 70′, პალასიო 83′, მედელი 90+3′.
გაძევებები: დომიცი 40′, აგიემანგ-ბადუ 58′.