“პირველი რადიო”: ლევან ყიფიანი მინისტრის პოსტს დღეს დატოვებს
“პირველი რადიოს” ცნობით, გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, სადაც დახურულ კარს მიღმა გადაწყდა რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს. წყაროს თანახმად, ყიფიანი პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები მინისტრის მუშაობის უკმაყოფილონი არიან. ყიფიანის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობით საპარლამენტო კომიტეტის გარდა სხვა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებიც იყვნენ დაინტერესებულნი და პირველადი ინფორმაციით, მათ დარღვევებიც აღმოაჩინეს.
თუ ლევან ყიფიანის პოსტიდან გადადგომა დადასტურდება, ეს მეშვიდე მინისტრის შეცვლა იქნება, რითაც ლიმიტი ამოიწურება და პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს.