ლუის ენრიკე: “ქომაგები ჩემს სახელს სკანდირებდნენ? მე მათ გადავუხადე”
ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში “ბარსელონამ” “ხეტაფე” ანგარიშით 6:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კარგ გუნებაზე იყო და ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხუმრა კიდეც.
“ქომაგები ჩემს სახელს სკანდირებდნენ? ამას მუდმივად ერთი და იგივე 100-150 კაცი აკეთებს. მე მათ გადავუხადე…
ეჭვგარეშეა, რომ გუნდს მომატება შეუძლია. შესაძლოა, დღეს ეფექტიანობის თვალსაზრისით რაიმე პროგრესი არ გვიჩვენებია, თუმცა მატჩის განხილვისას ყველაფერს უკეთ შევაფასებთ”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.