“ასტონ ვილა” 42 მილიონს ითხოვს
Goal.com-ის ცნობით, ზაფხულსი სატრანსფერო ფანჯრის დროს “ასტონ ვილა” კრისტიან ბენტეკეს სანაცვლოდ მსურველ კლუბებს 42 მილიონ ევროს მოსთხოვს.
ცნობილია, რომ “ვილას” მთავარ მწვრთნელს, ტიმ შერვუდს კრისტიანის გაშვება არ სურს, მაგრამ ვითარება შესაძლოა ბირმინგემელების პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში შეიცვალოს.
მოთამაშის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი ამ ეტაპზე “ლივერპყლს” აქვს. თუმცა, ვითარებას “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ტოტენჰემის” წარმომადგენლებიც აკვირდებიან.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბენტეკემა 25 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.