ოფიციალურად: გიუნდოგანის უარი “ბორუსიას”
“ბორუსიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გერმანიის ნაკრების ფეხბუთელმა, ილქაი გიუნდოგანმა კლუბის წინადადება კონტრაქტის გახანგრძივებით თაობაზე არ მიიღო.
მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე გათვლილი, რის გამოც მოსალოდნელია, რომ დორტმუნდელებმა გიუნდოგანის გაყიდვაზე ახლა იფიქრონ.
გავრცელებული ინფორმაციით ილქაის მიმართ ყველაზე აქტიურ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონშ გიუნდოგანმა 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.