უმაღლესი ლიგა: 26-ე ტურის პრევიუ
უმაღლესი ლიგის მორიგი ტური სტარტს დღეს “გურია” – “ზუგდიდის” და “შუქურა” – “მერანის” მატჩებით აიღებს, თუმცა მთავარი მოვლენები ხვალ განვითარდება, როდესაც საქმეში გათამაშების ლიდერები ჩაერთვებიან. ტურის ცენტრი კი “დინამო არენაზე” იქნება, რომელიც “ქართულ დერბის” უმასპინძლებს.
მოახლოებულ ტურში პირველადგილოსანი “დილა” დიდი ალბათობით მორიგ სამ ქულას იოლად მოიპოვებს, რადგან გორელები შეხვედრას მეორე წრის ყველაზე ცუდი შედეგების მქონე “მეტალურგს” სტუმრობენ. მძიმე ფინანსურ მდგოამრეობაში მყოფი რუსთაველები მატჩებისთვის მომზადებასაც კი ვერ ახერხებენ ნომრალურად, რაც მათ შედეგებზეც აისახა და პირველი წრის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური, ახალგაზრდული გუნდისგან ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი. თუმცა, “დილაში” მეტოქის პრობლემებზე ფიქრისთვის ნამდვილად არ სცალიათ. გუნდი არსებობის ისტორიაში პირველადაა ჩემპიონობასთან ასე ახლოს და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არც აპირებს.
გორული კლუბის გასვლითი მატჩის დროს ქალაქის ცენტრალური სტადიონი უქმად არ დარჩება. “თენგიზ ბურჯანაძეზე” მეტოქეს ბოლნისის “სიონი” უმასპინძებს, რომელსაც “ცხინივალი” ეწვევა. კაჭარავას გუნდი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, შესაძლოა, სამეულისთვისაც გაიბრძოლოს, რაც ცხინვალელებს ევროთასებზე ასპარეზობას გაუნაღდებს. ამ მომენტისთვის “ცხინვალი” ზედიზედ სამი მოგებული მატჩის შემდეგ მეოთხე პოზიციაზეა და თბილისის “დინამოს”, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ორჯერ სძლია, 5 ქულით ჩამორჩება. მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ გადასაწყვეტი ბოლნისელებსაც, რომელთა მთავარი ამოცანა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.
ტურის და ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი “დინამო არენაზე” შედგება, სადაც ქვეყნის ჩემპიონს მარადიული მეტოქე, ქუთაისის “ტორპედო” ესტუმრება. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ “დინამო” და “ტორპედო”, ამ გუნდების გულშემატკივრები შეხვედრისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან.
ამ ტრადიციული გუნდების ურთიერთშეხვედრები 58 მატჩს ითვლის. აქედან 29- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 101/56 თბილისელთა სასარგებლოდ არის.
-
01.05 17:00 შუქურა -:- მერანი დაწვრილებით 01.05 17:00 გურია -:- ზუგდიდი დაწვრილებით 02.05 0:00 ზესტაფონი 0:3 ვიტ ჯორჯია დაწვრილებით 02.05 17:00 სამტრედია -:- კოლხეთი დაწვრილებით 02.05 17:00 მეტალურგი -:- დილა დაწვრილებით 02.05 17:00 სიონი -:- ცხინვალი დაწვრილებით 02.05 17:00 ჩიხურა -:- დინამო ბათუმი დაწვრილებით 02.05 17:00 დინამო -:- ტორპედო დაწვრილებით