ვან გაალი: „ვფიქრობ, დი მარია ჩვენთან დარჩება“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ არც ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, მომავალში ანხელ დი მარიას იმედი აქვს.
„ვფიქრობ, დი მარია კლუბში დარჩება. ამ სეზონით ის კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნება, თუმცა ის ბევრს მუშაობდა. მისი შრომით კმაყოფილი ვარ, ასე რომ, ამ მხვრივ, პრობლემა არ გვაქვს.
მწვრთნელი და კლუბი ყოველთვის მოთამაშის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებულნი. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ანხელი. მოთამაშეთა მომავალს ყოველთვის მათთან პირადად განვიხილავ. გარდა ამისა, მას კლუბთან კონტრაქტი აქვს. ასე რომ, სიტუაციას დაწვრილებით შევაფასებთ.
იმოქმედა თუ არა დი მარიას თამაშზე მსოფლიო ჩემპიონატმა? რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი იმოქმედებდა.კლუბის ფილოსოფიის გაგება ადვილი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ სეზონში ანხელი უკეთესი იქნება“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.