ობამეიანგი: „ჩემი მომავალი ახალ მწვრთნელზეა დამოკიდებული“
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ მისი მომავალი გუნდის ახალი მწვრთნელის ტომას ტუხელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ტუხელი დორტმუნდელებს ზაფხულში ჩაუდგება სათავეში.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი მწვრთნელის გაცნობაა. მასთან შეხვედრის და საუბრის შესაძლებლობა ჯერ არ მქონია. მისი ნახვა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. ჩემი მომომავალი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
საუბრის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა „ბორუსიაში“ დარჩენა მსურს. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის ეს კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ობამეიანგმა.