ბუნდესლიგა: 31-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 31-ე ტურის პრევიუს.
შალკე – შტუტგარტი
გერმანული ტური ტრადიციული პარასკევის ნაცვლად სტარტს დღეს აიღებს. ერთ-ერთი სინტერესო შეხვედრა გელზენკირხენში შედგება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ განსხვავებული მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან.
მასპინძელთა მთავარი ამოცანი დაკავებული მეხუთე პოზიციის შენარჩუნება და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაში ასპარეზობის უფლების მოპოვებაა, ხოლო “შტუტგარტი” სატურნირო ცხრილის უკანასკნელ ადგილზეა, მაგრამ ქვედა საფეხურებზე არსებული ძალზედ დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, ყველაფერი სტევენსის გუნდის ხელშია. დასკვნითი ნაწილის დამაჯერებლად ჩატარების შემთხვევაში ბუნდესლიგის ერთ-ერთი ტრადიციული კლუბი ელიტაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს.
ჰოფენჰაიმი – დორტმუნდი
ინტერესს იწვევს ევროსაგზურებისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტების, “ჰოფენჰაიმისა” და “დორტმუნდის” შეხვედრა, რომლის გამარჯვებული კარგ შანსს შეინარჩნებს.
მასპინძლებმა ოთხ მატჩიანი წარუმატებელი სერია გასულ ტურში აუტსაიდერ “ჰანოვერთან” სტუმრად მოგებული შეხვედრით შეწყვიტეს. “დორტმუნდელები” კი ბლო პერიოდში წარმატებულად ასპარეზობენ და ბუნდესლიგაში ზედიზედ ორ გამარჯვებას, გერმანიის თასზე “ბაიერნის” დამარცხებაც მიაყოლეს. თუმცა, მიუნხენელებთან მძიმე მატჩი, შესაძლოა, კლოპის გუნდის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს.
ლევერკუზენი – ბაიერნი
ტურის ცენტრალურ შეხვედრას ლევერკუზენი უმასპინძლებს, სადაც ადგილობირვი გუნდი მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს.
მასპინძლებს ოთხეული ფაქტობრივად გარანტირებული აქვს და ახლა მხოლოდ უკეთესი ადგილისტვის იბრძვიან. “ბაიერნი” კი, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვერავინ შეეცილება მორიგი 3 ქულის მოპოვებას ეცდება.
თუმცა, მოსალოდნილია, რომ გვარდიოლამ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს, რაც მიუნხენელთა შანსებს შეამცირეს. საკადრო პრობელმებით გაწამებულმა ესპანელმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ “დორტმუნდთან” მძიმე, დამღლელი მატჩი გადაიტანა. ოთხშაბათს კი ბავარიელებს “ბარსლეონასთან” ელით დაპირისპირება, რაც ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
02.05 | 17:30 | შალკე 04 | -:- | შტუტგარტი | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:30 | ვოლფსბურგი | -:- | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:30 | აუგსბურგი | -:- | კიოლნი | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:30 | ჰოფენჰაიმი | -:- | დორტმუნდი | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:30 | ვერდერი | -:- | აინტრახტი | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:30 | ფრაიბურგი | -:- | პადერბორნი | დაწვრილებით | |||
02.05 | 20:30 | ლევერკუზენი | -:- | ბაიერნი | დაწვრილებით | |||
03.05 | 17:30 | მაინცი | -:- | ჰამბურგი | დაწვრილებით | |||
03.05 | 19:30 | ჰერტა | -:- | გლადბახი | დაწვრილებით |