“ლივერპულის” ფანების ნაწილი როჯერსის გათავისუფლებას და ბენიტესის დაბრუნებას მოითხოვს
ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში “ლივერპულსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ შეხვედრაში მერსისაიდული გუნდის ქომაგების ნაწილმა ბრენდან როჯერსის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩაატარა.
მატჩის მიმდინარეობისას “ენფილდს” საფრენმა აპარატმა გადაუფრინა, რომელსაც ბანერი ჰქონდა გამობმული – წარწერით: “Rodgers Out, Rafa In”.
ქომაგთა ჯგუფი როჯერსის გათავისუფლებასა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც ამჟამად “ნაპოლის” თავკაცობს.